საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს, თბილისის დროით 23:35 საათზე, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.