"აზოვსტალში" ჯერ კიდევ არიან დაჭრილები - ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას" - კვირის პალიტრა

"აზოვსტალში" ჯერ კიდევ არიან დაჭრილები - ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას"

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ ,,აზოვსტალის" ქარხანაში ჩარჩენილ მოსახლეობას შორის, დაჭრილებიც არიან, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.

სვიატოსლავ პალამარის თქმით, დაჭრილების ევაკუაცია ჯერ არ მომხდარა და იმედოვნებს, რომ ეს მალე მოხდება.

,,ქარხანაში ჯერ კიდევ არიან დაჭრილებიც. ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აქედან ევაკუირებულები იქნებიან. მათი მდგომარეობა მძიმეა, გამოჯანმრთელებისთვის სათანადო მკურნალობას, სათანადო კვებას საჭიროებენ", - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა.

ასევე მან განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებენ.

"ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და არ ვაპირებთ დანებებას", - განაცხადა "აზოვის" მეთაურმა.

პალამარის თქმით, იმედოვნებს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები და სხვა ქვეყნების ლიდერები „ყველაფერს გააკეთებენ გარნიზონის მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის“.

IPN