"კიევის აჩრდილის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არასწორია - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საჰაერო ძალები - კვირის პალიტრა

"კიევის აჩრდილის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არასწორია - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საჰაერო ძალები

"კიევის აჩრდილის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არასწორია, "კიევის აჩრდილი“ ცოცხალია, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა „ტვიტერზე“ წერს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ მაიორი სტეფან ტარაბალკა არ არის „კიევის აჩრდილი“ და მას 40 თვითმფრინავი არ ჩამოუგდია.

მათი განმარტებით, "კიევის აჩრდილი“ აერთიანებს ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის მაღალკვალიფიციური პილოტების კოლექტიურ სულისკვეთებას, რომლებიც წარმატებით იცავენ კიევსა და რეგიონს.

„კიევის აჩრდილი არის სუპერგმირი-ლეგენდა, რომლის პერსონაჟიც უკრაინელებმა შექმნეს! ეს არის საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის მე-40 ბრიგადის პილოტების კოლექტიური სურათი, რომლებიც იცავენ დედაქალაქის ცას, რომლებიც უცებ ჩნდებიან იქ, სადაც არ ელოდებიან!“- აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიყენეთ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები,“- განმარტავს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.

განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტეფან ტარაბალკა „კიევის აჩრდილი“ იყო. ტარაბალკა იყო უკრაინელი პილოტი, რომელიც 13 მარტს საჰაერო ბრძოლის დროს დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება.

ინტერპრესნიუსი