"რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტურმა ქვედანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადა - რუსეთს ამ ძალების აღსადგენად ალბათ, წლები დასჭირდება" - ბრიტანეთის დაზვერვა - კვირის პალიტრა

"რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტურმა ქვედანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადა - რუსეთს ამ ძალების აღსადგენად ალბათ, წლები დასჭირდება" - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა გამოიყენა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65 პროცენტია.

„სავარაუდოა, რომ ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი ახლა საბრძოლველად არაეფექტურია. რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა, მათ შორის საჰაერო სადესანტო ძალებმა, დიდი დანაკარგები განიცადა. რუსეთს ამ ძალების აღსადგენად ალბათ, წლები დასჭირდება", - ნათქვამის ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი