"რო­დე­საც ბუნ­კერ­მა რყე­ვა და­ი­წყო, ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი...ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენთ, რა გა­და­ვი­ტა­ნეთ" - რას ჰყვება "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული ქალი - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც ბუნ­კერ­მა რყე­ვა და­ი­წყო, ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი...ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენთ, რა გა­და­ვი­ტა­ნეთ" - რას ჰყვება "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული ქალი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ოკუ­პან­ტე­ბის ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი მა­რი­უ­პო­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. აზოვსტა­ლის ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნას ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე აფა­რებ­და თავს, იქ ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ შო­რის, "აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის" წევ­რე­ბი.

გუ­შინ "აზოვსტა­ლი­დან" ასამ­დე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მო­ხერ­ხდა. ერთ-ერთი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, 37 წლის ქალი, რო­მე­ლიც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ ბომ­ბებს ფო­ლა­დის ქარ­ხნის ბუნ­კერ­ში ემა­ლე­ბო­და, იქ გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს იხ­სე­ნებს და სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერსთან" ამ­ბობს, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რა.

"როცა მა­რი­უ­პოლს და აზოვსტა­ლის ქარ­ხა­ნას რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბი აწ­ვიმ­და და ყვე­ლა­ფე­რი ბე­ტო­ნის მტვერ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი, ნა­ტა­ლია უს­მა­ნო­ვა გრძობ­და, რომ თით­ქოს გული უჩერ­დე­ბო­და", - წერს "რო­ი­ტერ­სი."

"სა­ში­ნე­ლი ში­შის გან­ცდა მქონ­და, მე­ში­ნო­და, რომ ბუნ­კე­რი ამას ვერ გა­უძ­ლებ­და.

რო­დე­საც ბუნ­კერ­მა რყე­ვა და­ი­წყო, ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, ვე­ღა­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე არ გვი­ნა­ხავს. არ იყო ჟანგბა­დი. თქვენ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენთ, რა გა­და­ვი­ტა­ნეთ - რა ტე­რორ­ში ვი­ყა­ვით. ის რაც ვნა­ხეთ, სა­ში­ნე­ლე­ბაა“, - ამ­ბობს ქალი.

იხილეთ მეტი ფოტო