"მიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა: "ვაიმე, მიშველეთ“, "ვაიმე, ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა: "ვაიმე, მიშველეთ“, "ვაიმე, ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია"

მიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა: „ვაიმე, მიშველეთ“, „ვაიმე, ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს

ყველასთვის არასერიოზულია, - ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში, ის შესაძლოა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, რაც ორ მხარეს შორის ერთგვარი გარიგება იქნება.

მეგრელიშვილის განცხადებით, თუკი ყოფილ პრეზიდენტს ყველანაირი სერვისი მიეწოდება და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს არ უშავებს მიხეილ სააკაშვილს, აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

"მთავარი არის, რომ "ქართული ოცნების“ და "ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქიშპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს, ვინ იქნება სისტემის სათავეში - მიშა თუ ბიძინა, რამენაირად სხვა ტიპის ურთიერთობაში გადავიყვანოთ. ეს არის შანსი, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ა.შ. შეიძლება მხარეები აიძულოს, რომ თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც სამყაროში მიმდინარეობს, ეს ჩვენი შიდა კონფლიქტი დასრულდეს, მაგრამ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, თუ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ გაუშვეს, ან თუ ამ სიტუაციას შევინარჩუნებთ?! ჩვენი ლოგიკური მოსაზრება ამ პერიოდის განმავლობაში იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის შეთანხმება, გაცვლა, რომ ის არ იყოს ქართულ პოლიტიკაში. ეს იდეა მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრსაც გაუჩნდა, - ივარაუდა, რომ ალბათ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნება არ იყოს ქართულ პოლიტიკაში. გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი წავიდეს ქართული პოლიტიკიდან, ყველა ვარიანტში უნდა აისახოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - ის აღარ უნდა იყოს ერთი კაცის პარტია.

ეს კაცი თუ თავისით არ ჭამს, თუ ყველანაირი სერვისი მიეწოდება, თუ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს არ უშავებს, ზოგადად, ციხე არ არის კარგი გარემო ადამიანისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა დაემართოს მიხეილ სააკაშვილს?! - არაფერი! მითუმეტეს, იმ ისტორიის გათვალისწინებთ, როდესაც მილიონჯერ იტყუებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს კლოუნადა ძალიან სასაცილოა, ეს მისი მორალური ტვირთია. ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, ვითომ ამდენი დღე შიმშილობდა, მისი მეგობრები შიმშილობდნენ, ყველაფერი ტყუილი იყო. იმდენჯერ დაიძახა "ვაიმე მიშველეთ“, "ვაიმე ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"