"რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს" - CNN - კვირის პალიტრა

"რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს" - CNN

აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს იმ ფონზე, როცა ისინი აღმოსავლეთი და სამხრეთი უკრაინის დაპყრობას გეგმავენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ი იუწყება, რომ დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ "სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", რომლის მთავარი მიზანი უკრაინის "დენაციფიკაციაა".

„ვფიქრობ, პუტინი შეეცდება გადაინაცვლოს თავისი "სპეციალური ოპერაციიდან“. ის აყალიბებს საფუძველს იმისთვის, რომ შეძლოს თქმა :"ნახეთ, ეს ახლა ომია ნაცისტების წინააღმდეგ და რაც მე მჭირდება, არის მეტი ხალხი, მეტი საზარბაზნე ხორცი,“- განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა LBC Radio-ს.

CNN-ი იუწყება, რომ 9 მაისს ომის ოფიციალური გამოცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პუტინს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რაც რუსეთს ძალიან სჭირდება ადამიანური ძალის მზარდი დეფიციტის ფონზე.

ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვისგან 9 მაისამდე მეტს გავიგებთ“, - დასძინა პრაისმა. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.