"მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა, ამ თხოვნას შეუსრულებს "მეგობარი უფალი" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა, ამ თხოვნას შეუსრულებს "მეგობარი უფალი"

8 წლის გიორგის, რომელსაც სიმსივნე რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა და ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, ისრაელის კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, გიოს დედა - ნათია ზარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

"დღის რეპორტი ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანებისთვის.

როგორც იცით, გუშინ ისრაელში ქირურგების უმაგრესმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ურთულესი ოპერაცია, რომელშიც თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას

სრულად ამოაჭრეს ორგანო-თიმუსი,

ფილტვის გარკვეული უბანი

ძვალზე ჩაზრდილი სათუთად “აფხიკეს” სავარაუდოდ ნერვები არ დაზიანდა.

და ყველა ის წარმონაქმნი, რომელიც გიოს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა!

მოუთმენლად ველოდებით მორფოლოგიის პასუხს - რომ ზუსტად გავიგოთ სიმსივნის თვისება, კარგის მოლოდინი გვაქვს და ცუდს არც ვუშვებთ

ახლა რაც შეეხება გიოს მდგომარეობას... აქვს ტკივილები და სიცხე 37.8 - რაზეც ექიმები ამბობენ რომ ნორმალურია პოსტოპერაციულ პერიოდში... უკეთებენ გამაყუჩებლებს... ძალიან წუხს და არ ჭამს არაფერს .

zaridze-natia-1651559759.jpg

დღეს ამოუღეს მილი, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა და მალე უკეთესად იგრძნობს თავს.

ვინც იცნობთ გიოს, გეცოდინებათ როგორი მზრუნველია, როგორ უყვარს სიცოცხლე, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ უყვარს თავისი მეგობარი უფალი და შეუძლებელი იყო ოპერაციის დროს მის "მეგობარს" დაეშვა რამე გართულებულიყო...ყველა ის რისკი, რაზეც ხელი მომაწერინეს და რაც ძალიან გვაშინებდა, არ დაუშვა უფალმა...ნამდვილად დაიმსახურა ეს ჩვენმა სიკეთე ბიჭმა.

"უფალს არ ვთხოვ ჩემს თავზე არაფერსო, ის ხომ ჩემი მეგობარია და არ დაუშვებს რამე დამიშავოსო", არ ვიცი რა ვთქვა, წარმოუდგენლად კეთილი გულის მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს "მეგობარი უფალი".

თქვენთან კი მხოლოდ ორი თხოვნა გვაქვს, ილოცეთ გიოსთვის რომ ლაბორატორიიდან კარგი პასუხები მოგვივიდეს და მეორე, დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებაში

წინ რეაბილიტაციის დიდი გზა აქვს გასავლელი, კლინიკაში გატარებული ყველა საათი კოლოსალური თანხები ჯდება და გვჯერა, არც ახლა მიატოვებთ გიოს. სრულიად უცხო ადამიანები გახდით ჩვენთვის სიკეთის გმირები. არ ვკარგავთ თქვენს იმედს, გვჯერა თქვენი სიყვარულის, გვჯერა იმ დადებითი ენერგიების, რასაც გიოსთვის გვიგზავნით და გვჯერა ლოცვის, რომელსაც არ იშურებთ

1 თვის წინ, გიოს ერთერთმა გულშემატკივარმა დაგვიწერა, ყველამ ჩვენი აგური რომ დავდოთ აუცილებლად ავაშენებთ გიორგისთვის ხიდს ისრაელამდე და კვლავ საქართველოსკენო, ისრაელამდე ნამდვილად ავაშენეთ გზა

მადლიერებით სავსე მაქვს გული

მადლობა, მადლობა, მადლობა

P.S

პირველი ფოტო რეანიმაციაშია, ცოტა შეშუპებული და ჩაპუტკუნებული

მეორე ფოტოში საოპერაციოდ ემზადება, არ იმჩნევს ემოციებს (აქეთ ჩვენ გვამხნევებს დღემდე).

#გვიყვარხართ

#გვეიმედებით

თიბისი: #GE98TB7222945068100007

საქ.ბანკი: #GE28BG0000000161845873

მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)

- ბილაინი/მაგთი

საზღვარგარეთიდან დონაცია:

https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze