"არ მეგონა ახსნა თუ დამჭირდებოდა - ჩემი განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე" - კვირის პალიტრა

"არ მეგონა ახსნა თუ დამჭირდებოდა - ჩემი განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარეები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს, გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ეტ­ლში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე მისი კო­მენ­ტა­რი არას­წო­რად აღიქ­ვეს.

"დღეს, ჩემს მიერ გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სივ­რცე და­ტო­ვა. ამი­ტომ უნდა გან­ვმარ­ტო. ეტ­ლში, ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ბევ­რი მი­ზე­ზით. ვი­ღა­ცის­თვის ავა­რი­ის გამო დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში ეტ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და ვი­ღა­ცის­თვის თან­და­ყო­ლი­ლი ტრავ­მა. დე­და­ჩე­მის შემ­თხვე­ვა­ში სიმ­სივ­ნე იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც, სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი სრუ­ლად ეტ­ლში გა­ა­ტა­რა.

ძა­ლი­ან ხში­რად, ეტ­ლში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახერ­ხე­ბენ არა თუ სა­კუ­თარ სივ­რცე­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­მარ­ჯვე­ბე­ბის მო­ტა­ნას. მათი ცხოვ­რე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნია და ძა­ლი­ან შორ­საა იმის­გან, რაც დღეს მი­შას კონ­ტექ­სტში ვთქვი.

დღე­ვან­დე­ლი ჩემი გან­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავ­და იმას კი არა, რომ ეტ­ლში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მცე­ნა­რე­ბი, არა­მედ იმას, რომ მიშა იქ­ნე­ბა მცე­ნა­რე, იმი­ტომ რომ მისი დი­აგ­ნო­ზი იძ­ლე­ვა ამის სა­შიშ­რო­ე­ბას.

არ მე­გო­ნა ამის ახ­სნა თუ დამ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მეს­მის რომ მი­შას თემა და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა გან­ცხა­დე­ბე­ბი არას­წო­რად აღიქ­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა ეტ­ლში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, გიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს და სით­ბოს და გიხ­დით ბო­დიშს თუ ოდ­ნავ მა­ინც ემო­ცი­ებ­ზე მოგ­ხვდათ ჩემი გან­ცხა­დე­ბა. არ ჩა­მოვ­თვლი პრო­ექ­ტებს რო­მე­ლიც ამ ფორ­მატ­ში გა­მი­კე­თე­ბია და გა­ვა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში" - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.