კვესიტაძე ბრალდებას უარყოფს - კვირის პალიტრა

კვესიტაძე ბრალდებას უარყოფს

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქანდაკე თამარ კვესიტაძის "ალი და ნინო" გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კორეელი ხელოვანის, პარკ ჩენ გელის "დავითს".ამ ამბით აღშფოთებულმა კვესიტაძემ განაცხადა, რომ "ალი და ნინო" მან 2003 წელს შექმნა, კორეელმა ხელოვანმა კი "დავითი" 2007 წელს დაამთავრა. საქპატენტის ინფორმაციით, თამარ კვესიტაძის ნამუშევარი დარეგისტრირებულია 2010 წელს,  მისივე ცნობით, კვესიტაძე ინტელექტუალური საკუთრების  მოწმობას ვერ აიღებდა, "ალი და ნინოს" მსგავსი ნამუშევარი რომელიმე ქვეყანაში რომ ყოფილიყო დარეგისტრირებული.