"გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი - ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია" - კვირის პალიტრა

"გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი - ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია"

გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი - ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში, ბერლინის კედელთან განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბერლინის კედელი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის: უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფერი მთავრდება.

ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი!

გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი. ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია! ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!“,- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

IPN