"დამძვრალი ფრჩხილები, შეკრული ხელები - რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად" - კვირის პალიტრა

"დამძვრალი ფრჩხილები, შეკრული ხელები - რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად"

დამძვრალი ფრჩხილები, შეკრული ხელები - რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მან სოციალურ ქსელში კიევის რეგიონის სოფელ კალინივკაში ნაწამები ადამიანების სამარხების ფოტოები გაავრცელა.

„დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. ორი მშვიდობიანი ადამიანის კიდევ ერთი სამარხი აღმოჩნდა სოფელ კალინივკაში, კიევის რეგიონში. კიდევ რამდენი მსგავსი დანაშაულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლა? რუსეთის ფედერაციამ აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად.“,- განაცხადა პოდოლიაკმა.