ოკუპანტებმა "აზოვსტალზე" შტურმი დაიწყეს - კვირის პალიტრა

ოკუპანტებმა "აზოვსტალზე" შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამში“ იუწყება. „სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, - განაცხადა ცაპლიენკომ.

მისი თქმით, ინფორმაცია მას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.

"მთელი ღამე გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი ქალი, ახლა კი „აზოვსტალზე“ შტურმს ახორციელებენ", - განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.

მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.

IPN