"არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინას აწყობდეს მოლდოვაში, საქართველოში და თუნდაც, კურილიის კუნძულებთან იაპონიის მიერ დამატებითი ფრონტის გახსნა" - კვირის პალიტრა

"არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინას აწყობდეს მოლდოვაში, საქართველოში და თუნდაც, კურილიის კუნძულებთან იაპონიის მიერ დამატებითი ფრონტის გახსნა"

"არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინას აწყობდეს მოლდოვაში, საქართველოში და თუნდაც, კურილიის კუნძულებთან იაპონიის მიერ დამატებითი ფრონტის გახსნა",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ზელენსკის მთავრობა ეყრდნობა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან არის დაკავშირებული, რომელთაც საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმები აქვთ.

"პრაგმატულად და მშრალად თუ მივუდგებით, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინას აწყობდეს მოლდოვაში, საქართველოში და თუნდაც, კურილიის კუნძულებთან იაპონიის მიერ დამატებითი ფრონტის გახსნა. თუნდაც ფინეთისა და რუსეთის ურთიერთობის ის ასპექტი, რომელიც ახალ შინაარსს და ფორმას იღებს. რასაკვირველია, ეს უკრაინისთვის იქნებოდა თავისი აზრით, რაც მათ დაეხმარებოდათ საომარი მოქმედებების წარმოებაში. გარდა ამისა, არის ერთი თემა, რაც საგანგებოდ უნდა გავითვალისწინოთ, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ეყრდნობა ზელენსკის მთავრობა, მისი ლიდერშიფი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია სააკაშვილთან, "ნაცმოძრაობასთან" და არ გამოვრიცხავ, რომ საერთო სტრატეგია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაციას, რასაც სააკაშვილი ქადაგებს, გარკვეულწილად ამანაც ხელი შეუწყოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

IPN