"ის სულ რაღაც 16 წლის იყო და ჩემს შვილთან - ლევანთან და მის ძმასთან ერთად ერთობოდა" - რას ჰყვება ოჯახზე "სამშობლოს" შემსრულებელი - კვირის პალიტრა

"ის სულ რაღაც 16 წლის იყო და ჩემს შვილთან - ლევანთან და მის ძმასთან ერთად ერთობოდა" - რას ჰყვება ოჯახზე "სამშობლოს" შემსრულებელი

უცხოური მედიის ცნობით, 1-ელ მაისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. მომღერალმა სასაზღვრო რაიონებში ცნობილი სიმღერები შეასრულა. კონცერტამდე მომღერალმა შვილთან, ლევანთან ერთად "მარადიული ცეცხლის" მემორიალთან ყვავილებიც მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის წარმომადგენელმა გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, უამრავმა ცნობილმა სახემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ყველასთვის ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად, ქვეყანაც კი დატოვა. თავად მაქსიმ გალკინი აქტიურად აქვეყნებს ვიდეომიმართვებს და არ უჭერს მხარს იმას, რაც უკვე ორი თვეა, უკრაინაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ქართველი მუსიკოსიც ღიად აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს ომს, მათ შორისაა ვალერი მელაძე, თუმცა ქართული წარმომავლობის მუსიკოსთა ნაწილი, ან ხმას არ იღებს მიმდინარე მოვლენებზე, ან ღიად უჭერს მხარს კრემლის პოლიტიკას.

ცოტა ხნის წინ, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის 4 მა­ისს კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პატ­რი­ო­ტუ­ლი აქ­ცი­ის გალა-კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ცერ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბაა - "გმად­ლობთ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, შთა­მო­მავ­ლე­ბო!.." ღო­ნის­ძი­ე­ბა 2015 წლი­დან, ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და "დი­ა­დი გა­მარ­ჯვე­ბის დღეს" ეძღვნე­ბა.

კონ­ცერ­ტზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ რუს ჯა­რის­კა­ცებს და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ, რუს ვარს­კვლა­ვებ­თან ერ­თად, ორი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლიც იქ­ნე­ბა: სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და გრი­გო­რი ლეპ­სი. ისინი ირი­ნა კუპ­ჩენ­კოს­თან, ალექ­სან­დრე მი­ხა­ი­ლოვ­თან და მი­ხა­ილ ნოჟ­კინ­თან ერ­თად რუს ვე­ტე­რა­ნებ­სა და ჯა­რის­კა­ცებს უმ­ღე­რებენ.

ამ ინფორმაციამდე რამდენიმე დღით ადრე სოსო პავლიაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც გამომწერებს კონცერტზე ეპატიჟებოდა:

"ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ეს მე ვარ, თქვე­ნი ქარ­თვე­ლი ძმა, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი. 24 აპ­რილს ყვე­ლას გე­პა­ტი­ჟე­ბით ჩემს სოლო კონ­ცერ­ტზე შე­სა­ნიშ­ნავ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - "ლუსტრა ბარ­ში". მუ­დამ თქვე­ნი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი...“, - ამ­ბობს პავ­ლი­აშ­ვი­ლი ვი­დეომი­მარ­თვა­ში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში "აგ­ვის­ტოს ომი“ მომ­ღე­რალ­მა ასე შე­ა­ფა­სა:

„რუ­სეთ­მა ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღო, რაც უნ­დო­და. არ ვიცი, წი­ნას­წარ იყო გათ­ვლი­ლი, რომ ტე­რი­ტო­რია უნდა და­ე­კარ­გათ და მერე რუ­სე­ბის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ, თუ რა­ღაც ში­ზო­ი­დურ ქმე­დე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე, ან შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბაც იყო... არ ვიცი, ამე­რი­კე­ლებ­მა გა­ა­გი­ჟეს, თუ ვინ, მაგ­რამ ფაქ­ტია, სი­გი­ჟეს­თან გვქონ­და საქ­მე.“

სოსო პავლიაშვილი თბილისში 1964 წლის 29 ივნისს დაიბადა. ბავშვობაში მას მუსიკასთან ერთად ფერწერაც იტაცებდა, თუმცა მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა და მუსიკა მის მთავარ საქმედ იქცა. ის მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა, შემდეგ მან თბილისის კონსერვატორიაშიც ჩააბარა. კონსერვატორიის მესამე კურსზე სავალდებულო სამხედრო სამსახურით ლატვიაში მოხვდა. არმიაში მუსიკოსის ნიჭი მალევე შეამჩნიეს, ამ პერიოდში ის კლასიკური მუსიკიდან საესტრადო მუსიკის მიმართულებაზე გადავიდა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი ანსამბლ „ივერიაში“ მღეროდა.

დასამახსოვრებელი იყო მისი გამოსვლა 1990-იან წლებში „იურმალაზე” სიმღერით - „სამშობლო“, რომელიც შემდეგ მომღერლის სავიზიტო ბარათად იქცა.

"დედას ძალიან ეშინოდა, რომ სიმღერა ვიოლინოზე დაკვრას შეუშლიდა ხელს. საერთოდ, "ქუჩაში" ვიზრდებოდი და ჩემ გარშემო ძალიან დიდი ოდენობით იყო "ქუჩის რომანტიკა". ზოგიერთი ჩემი ეზოდან ციხეშიც მოხვდა, ზოგი ნარკომანიც გახდა. ღმერთმა ამ ყველაფრისგან მუსიკის საშუალებით დამიფარა და ახლაც ამ გზით მივყავარ. თან იმდროინდელი თბილისის ქუჩა დღევანდლისგან განსხვავდება. იმ დროს მეგობრობას, ღირსებას და წესიერებას აფასებდნენ".

soso-pavliashvili-v-molodosti-1651589367.jpg

ქართველი მომღერალი უკვე წლებია, რუსეთში ეწევა საქმიანობას და ოჯახის წევრებიც იქ ჰყავს. მუსიკოსის პირველი მეუღლე ნინო უჩანეიშვილი იყო, რომელიც კონსერვატორიაში გაიცნო. როცა პავლიაშვილი სამხედრო სამსახურში წავიდა, ისინი ერთმანეთს წერილებს წერდნენ, შემდეგ შეუღლდნენ კიდეც.

როგორც მედია წერს, ყველაფერი შეიცვალა, როცა პავლიაშვილი მოსკოვში გაემგზავრა. იმ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. უჩანეიშვილმა ვერ შეძლო დედის დატოვება, ამიტომ სამშობლოში დარჩა. ცოტა ხანში მომღერლის პირველი ქორწინება დაშორებით დასრულდა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ლევან პავლიაშვილი. როგორც ცნობილია, ლევანმა სამხედრო სასწავლებელი დაასრულა და ჯარში მსახურობდა, შემდეგ კი დაანება თავი სამხედრო სამსახურს და მამის რესტორანს ხელმძღვანელობდა.

sososshvilebi-1651589551.jpg

ყველასთვის ცნობილი იყო სოსო პავლიაშვილისა და მომღერალ ირინა პონაროვსკაიას ურთიერთობის შესახებ.

მომავალი მეუღლე მან მაშინ გაიცნო, როცა ირინა პატლახი ჯერ კიდევ 16 წლის იყო. იმ პერიოდში პავლიაშვილს უკვე ჰყავდა ვაჟი პირველი მეუღლისგან. 17 წლის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, 2014 წელს კი მომღერალმა ირინა პატლახს ხელი სცენიდან სთხოვა. მათ ორი შვილი ჰყავთ ლიზა და სანდრა.

მედიის ცნობით, 1996 წელს პავლიაშვილი ავარიაში მოხვდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევამ მძიმედ იმოქმედა მუსიკოსის ჯანმრთელობაზე. წლების განმავლობაში მას ეპილეფსიური შეტევები აწუხებდა. ექიმებმა არ იცოდნენ, მუსიკოსის გამოსაჯანმრთელებლად რა ხერხისთვის მიემართათ, თუმცა ეს შეტევები 2004 წელს, პირველი გოგონას - ლიზას გაჩენის შემდეგ დასრულდა. როგორც ექიმები ამბობენ, მომღერლის განკურნებაში დიდი როლი შეასრულა დადებითმა ემოციამ. 2013 წელს მან ხერხემალი დაიზიანა და იძულებული იყო ოპერაცია გაეკეთებინა.

sosocoli-1651589367.jpg

"ოჯახური სიმყუდროვე - ეს ყველაზე ძვირფასია, ყველაფერი სხვა კი წარმავალია".

პავლიაშვილების ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მათ ქალაქგარეთ სახლი ააშენეს, დიზაინზე კი მომღერლის მეუღლემ იზრუნა. ვინტაჟური სტილის ნივთები, ფრესკები კედლებსა და ჭერზე - სახლის ყოველი კუთხე ირინას გემოვნებით მოეწყო.

sosos-saxli-1651589367.jpg

"ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სიყვარულმა შექმნა და, რა თქმა უნდა, ჩემმა ირაჩკამ. მას ჩემი ხედვა გავუზიარე, არც ველოდოთ, რომ ასეთი კარგი გამოვიდოდა. აქამდე ირაჩკამ ჩვენი მოსკოვის ბინა და რესტორანი "შაბადა" გააფორმა. მთავარი კონცეფცია - უბრალოება იყო. იფიქრებ, რომ სახლი 200 წლისაა. სახლისთვის უმეტესად ქვა და ხე გამოვიყენეთ. პირველი აგურის დადებიდან ირინა ლანდშაფტის დიზაინზეც ზრუნავდა და ასეთი საოცარი სილამაზე შექმნა", - ამბობს პავლიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"წლები ისე სწრაფად გადის, ვერც კი ვასწრებ მათ დათვლას. მეც არ მჯერა, რომ სულ მალე 25 წელი გავა, რაც ირაჩკას შევხვდი, ის სულ რაღაც 16 წლის იყო. ის ჩემს შვილთან - ლევანთან და მის ძმასთან ერთად ერთობოდა. შეხვედრები რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყეთ, როცა გაიზარდა...

თუ გჯერათ თქვენი მეორე ნახევრის და ერთად ყოფნა გსურთ, ამ ურთიერთობას უნდა გაუფრთხილდეთ. ეს უფრო კარგია, ვიდრე გაგიჟდე და მაგიდა წააქციო ან ჭურჭელი დაამსხვრიო. ხანდახან აუცილებელია მიხვიდე, ჩაეხუტო, მოთმინება გამოიჩინო. ურთიერთობიდან სიამოვნება უნდა მიიღო", - პასუხობს პავლიაშილი კითხვაზე, როგორ შეიძლება შეინარჩუნო ქორწინება 20 წლის განმავლობაში.