რა დეტალები ხდება ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული დიალოგიდან? - კვირის პალიტრა

რა დეტალები ხდება ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული დიალოგიდან?

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. „პარიზიენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელისეს სასახლე იუწყება.საუბარი, რომელიც უკრაინას ეხებოდა, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი სატელეფონო საუბარია ორ ლიდერს შორის 29 მარტის შემდეგ, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ მხეცური დანაშაულების შესახებ კიევის მახლობლად და მას შემდეგ, რაც მაკრონი პრეზიდენტად აირჩიეს.

ემანუელ მაკრონი 24 თებერვლის შემდეგ, პუტინს 8-ჯერ ესაუბრა.

ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას კრემლიც აქვეყნებს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ხელი შეეწყოთ უკრაინელი სამხედროების დანაშაულის შეჩერებაში. ამის ნაცვლად, ევროკავშირის ქვეყნები მათ იგნორირებას ახდენენ“.

კრემლის ინფორმაციითვე, პუტინმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია "აზოვსტალიდან" სამოქალაქო პირთა ევაკუაციის შესახებ. მანვე განაცხადა, რომ მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის „მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების არათანმიმდევრულობისა“.

"ინტერპრესნიუსი"