"რა­ტომ წა­მო­რო­შა მა­ინც?..ლავ­რო­ვის­ნა­ირ­მა გა­მოც­დილ­მა დიპ­ლო­მატ­მა კი უნდა იცო­დეს, რომ ასეთ დროს, ასეთ კონ­ტექ­სტში, ასეთ რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან სა­შა­როა" - კვირის პალიტრა

"რა­ტომ წა­მო­რო­შა მა­ინც?..ლავ­რო­ვის­ნა­ირ­მა გა­მოც­დილ­მა დიპ­ლო­მატ­მა კი უნდა იცო­დეს, რომ ასეთ დროს, ასეთ კონ­ტექ­სტში, ასეთ რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან სა­შა­როა"

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლი­თაც მან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზელნკი ადოლფ ჰიტ­ლერს შე­ა­და­რა.

ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ლავ­რო­ვის ამ­გვა­რი " სკან­და­ლუ­რი და სუ­ლე­ლუ­რი" გან­ცხა­დე­ბა სამი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას.

"ლავ­რო­ვის სკან­და­ლუ­რი (და სუ­ლე­ლუ­რი) გან­ცხა­დე­ბა ბევ­რი რა­მის გა­მოა სა­ინ­ტე­რე­სო. ჰიტ­ლერს რომ ებ­რა­უ­ლი სის­ხლი ერია ამას თა­ვა­დაც ჰიტ­ლე­რი ეჭ­ვობ­და და ამის გამო იყო, რომ არ უნ­დო­და შვი­ლი ჰყო­ლო­და. მაგ­რამ ლავ­რო­ვის­ნა­ირ­მა გა­მოც­დილ­მა დიპ­ლო­მატ­მა კი უნდა იცო­დეს, რომ ასეთ დროს, ასეთ კონ­ტექ­სტში, ასეთ რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან სა­შა­როა და შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დას­რულ­დეს. მაშ რა­ტომ წა­მო­რო­შა მა­ინც? სამი შე­საძ­ლო მი­ზე­ზი (და ჩემი აზ­რით, სა­მი­ვემ ერ­თად ითა­მა­შა თა­ვი­სი როლი):

ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თი გა­თა­მამ­და და მისი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი სულ უფრო ხში­რად (გან­გებ) აკე­თებ­დნენ ისეთ გან­ცხა­დე­ბებს რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის­თვის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო.ლავ­რო­ვი და­ი­ღა­ლა და ამ ომ­მაც (რო­მე­ლიც მის­მა უფ­როს­მა მისი აზ­რის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად წა­მო­ი­წყო) მას თა­ვი­სი ხელი და­ა­ტყო.ლავ­როვს ხელი აქვს ჩაქ­ნე­უ­ლი და­სავ­ლეთ­თან (და მის მო­კავ­ში­რე ის­რა­ელ­თან) ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე და დი­დად აღარ არ­ჩევს სი­ტყვებს. ასეა თუ ისე, აწი ის­რა­ე­ლი უკ­რა­ი­ნას უფრო აქ­ტი­უ­რად და­ეხ­მა­რე­ბა. " - წერს ექ­სპერ­ტი "ფეს­ბუქ­ში"

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რერს, ადოლფ ჰიტ­ლერს შე­ა­და­რა.

"ის იგო­ნებს არ­გუ­მენ­ტებს: რო­გო­რი დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს მათ­თან... შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ჰიტ­ლერ­საც ჰქონ­და ებ­რა­უ­ლი სის­ხლი. ეს სრუ­ლი­ად არა­ფერს არ ნიშ­ნავს." - თქვა ლავ­როვ­მა.