"ნაციონალური მოძრაობა“ 6 მაისს, რუსთავსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს გამართავს - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა“ 6 მაისს, რუსთავსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გამართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციები რუსთავის ციხესთან, 6 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტთან კი 19:00 საათზე დაიწყება.

„მოვითხოვთ: 1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში; 2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა: 1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.

მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.