გვირილობის დღისთვის კერხერის მოხალისეთა გუნდმა ქუთაისში მესხიშვილის თეატრის ცენტრალური კიბეები მორეცხა - კვირის პალიტრა

გვირილობის დღისთვის კერხერის მოხალისეთა გუნდმა ქუთაისში მესხიშვილის თეატრის ცენტრალური კიბეები მორეცხა

გვირილობის დღისთვის მოსამზადებლად კერხერის მოხალისეთა გუნდმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ცენტრალური კიბეების წმენდითი სამუშაოები ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი დასუფთავების აპარატების მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პერიოდულად კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების წმენდის პროექტებს ახორციელებს. 29 აპრილს ქუთაისში ჩატარებული წმენდითი სამუშაოები უკვე რიგით მე-10 აქტივობა გახლდათ. დასუფთავების პროცესში მოხალისეთა გუნდმა „კერხერის“ ორი პროფესიონალური მაღალი წნევით რეცხვის HD 8/23 მოდელი გამოიყენეს.

„კერხერ-საქართველოში“ განმარტავენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „კერხერი“ მსგავს აქტივობებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახორციელებს.

4-1651646485.jpg

„კერხერი“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად რეცხავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და დასუფთავების პროექტებში იღებს მონაწილეობას. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 1980 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას. 2017 წლიდან კი ძეგლების მოხალისეობრივად რეცხვა საქართველოშიც დაიწყო,“ - აცხადებენ „კერხერ-საქართველოში“.

კულტურული ძეგლების დასუფთავებასა და რეცხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურის ის ნაწილია, რომელიც დაზიანების გარეშე უნდა გადაეცეს შთამომავლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში იზრუნოს მათზე. „კერხერი“ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია. ამჯერად პროექტის განხორციელება ქუთაისში გადაწყდა. გვირილობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ამ დღის აღსანიშნავად წინასწარ მოირეცხა მესხიშვილის თეატრის ცენტრალური კიბეები.

3-1651646485.jpg

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

ქუთაისის დრამატული თეატრი, რომელიც გვირილობისთვის „კერხერმა“ მორეცხა, ერთ–ერთია საქართველოს თეატრებს შორის, რომელიც საუკუნენახევარზე მეტს ითვლის. 1861 წლის 3 მარტს ქუთაისში გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა" დაიდგა. 1880 წელს კი ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი. 1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდ ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ შენობის წმენდითი სამუშაოები ჩაატარა „კერხერმა“.

2-1651646485.jpg

თავად "კერხერი“ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე მსოფლიო ბრენდია, რომელიც 1935 წელს ინჟინერმა ალფრედ კერხერმა შექმნა. კომპანია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიული დანიშნულების დასუფთავების აპარატების წარმოების მიმართულებით საქმიანობს. ბრენდის პროდუქცია ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამჟამად „კერხერის“ ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 150-ზე მეტ ოფიციალურ წარმომადგენლობას აერთიანებს. მათ შორისაა „კერხერ-საქართველოც“, რომელმაც 2016 წელს დაიწყო ოპერირება.

(R)