უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსების კოლონა გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსების კოლონა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან განლაგებული მტრის კოლონა და საბრძოლო მასალები გაანადგურეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.

„უკრაინულმა არტილერიამ იზიუმთან გაანადგურა რუსული კოლონა საბრძოლო მასალებით. მტრის განადგურება მოხდა იზიუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მტერი თავის ზურგის მხარედ თვლიდა", - წერს ბრაჩუკი.

ინტერპრესნიუსი