გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა

გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი, დილით ნახეს. ის პურის საცხობში მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

IPN