ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ტელეწამყვანისა და თეატრმცოდნის - ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი ვაჟის დაკრძალვის შესახებ...

პატარა კიტა წულუკიძე, რომელიც გუშინ, ღამის საათებში ტრაგიკულად დაიღუპა, სიონის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება, დაკრძალვა კი ხვალ, 14 საათზე.

"კიტა წულუკიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სიონის ტაძარში, დღეს.

გამოსვენება ხვალ, ხუთშაბათს, 14 საათზე სიონის ტაძრიდან…", - წერს ჩხარტიშვილი.

"კვირის პალიტრა" მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ნიკოლოზ წულუკიძესა და მის ოჯახს.

photo-1651654594.jpg