ფრედერიკ ბეგბედერი "პალიტრამედიაში" - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ მოწვევით, საქართველოს ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი სტუმრობს. ჩვენს ქვეყანაში ეს მისი მეორე ვიზიტია.
ბეგბედერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში "პალიტრა მედია ჰოლდინგში" იმყოფებოდა, სადაც მედიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

მწერალი "პალიტრას" იმ დროს ესტუმრა, როცა პირდაპირ ეთერში გადაცემა "ნიუსრუმი" მიმდინარეობდა. ბეგბედერი ეთერში "შეიჭრა" და გადაცემის წამყვანს - კოკა კვირკველიასა და სტუმარს - თორნიკე შარშენიძეს მიესალმა.
ბეგბედერი დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველს შეხვდება, სადაც დასწრება თავისუფალია. მისვლა, საყვარელი მწერლისთვის კითხვის დასმა თუ წიგნზე ავტოგრაფის გამორთმევა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის - "დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაცია გაიმართება. ის დამსწრე საზოგადოებას წიგნს თავად წარუდგენს.
ბეგბედერის ვიზიტი საქართველოში 6 მაისს დასრულდება.
იხილეთ ვიდეო: