ფრედერიკ ბეგბედერი "პალიტრამედიაში" - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან - კვირის პალიტრა

ფრედერიკ ბეგბედერი "პალიტრამედიაში" - შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

გამომცემლობა "პა­ლიტ­რა L-ის“ მოწ­ვე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი, ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სტუმ­რობს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს მისი მე­ო­რე ვი­ზი­ტია.

ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში "პა­ლიტ­რა­ მე­დი­ა ჰოლდინგ­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მე­დი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, მათ­თან სამახსოვრო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო და ავ­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­რი­გა.

begbederi4-44363-1651656626.jpg

მწე­რა­ლი "პა­ლიტ­რას" იმ დროს ეს­ტუმ­რა, როცა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მი" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბეგ­ბე­დე­რი ეთერ­ში "შე­იჭ­რა" და გა­და­ცე­მის წამ­ყვან­ს - კოკა კვირკველიასა და სტუ­მარს - თორნიკე შარშენიძეს მი­ე­სალ­მა.

ბეგბედერი დღეს, 19:00 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მკი­თხველს შეხ­ვდე­ბა, სა­დაც დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. მის­ვლა, საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის­თვის კი­თხვის დას­მა თუ წიგნ­ზე ავ­ტოგ­რა­ფის გა­მორ­თმე­ვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა.

მკი­თხველ­თან და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე ბეგ­ბე­დე­რის ახა­ლი წიგ­ნის - "დამ­ბა ატ­ლან­ტი­კის პი­რის­პირ“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. ის დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წიგნს თა­ვად წა­რუდ­გენს.

ბეგ­ბე­დე­რის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

იხილეთ ვიდეო: