"...ამას კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა პუტინი" - რას წერს ხათუნა ლაგაზიძე? - კვირის პალიტრა

"...ამას კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა პუტინი" - რას წერს ხათუნა ლაგაზიძე?

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე "ფე­ის­ბუქ­ის" პირად გვერდზე რუ­სეთ-უკა­რა­ი­ნის ომს ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"ომის პირ­ვე­ლი ფა­ზის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის მო­სურ­ნე ფი­ნე­თი და შვე­დე­თი და ახლო მო­მა­ვალ­ში ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით გაზ­რდი­ლი ნატო-რუ­სე­თის სა­ზღვა­რი მი­ი­ღო, რა­საც კოშ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და პუ­ტი­ნი, როცა დე­კემ­ბერ­ში ნა­ტოს მი­მართ თა­ვის ულ­ტი­მა­ტუმს "აცხობ­და" და სა­დაც უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის აკ­რძალ­ვას ითხოვ­და.

ომის მე­ო­რე ფა­ზის შემ­დეგ, თუ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ცხა­დოს ომი უკ­რა­ი­ნას, პუ­ტინს თავ­ზე ჩა­მო­ემ­ხო­ბა თა­ვი­სი "ოდე­კა­ბეც" - კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზი­ა­ცია, რომ­ლის არ­სიც, წე­სით, ურ­თი­ერთ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბაა და რომ­ლის წევ­რე­ბიც უკვე წინმსწრე­ბად ამ­ბო­ბენ უარს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში რუ­სე­თის მხა­რეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

გა­მო­დის, რომ ომის მე­ო­რე ფა­ზის და­სას­რულს პუ­ტი­ნი თა­ვის "შე­მო­ღო­ბილ­შიც" ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, არამ­ცთუ ნა­ტოს ან ვინ­მეს რამე უკარ­ნა­ხოს.

ომის მე­სა­მე ფაზა, ლო­გი­კუ­რად, უკ­რა­ი­ნის მა­სობ­რი­ვი კონ­ტრშე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბია რუ­სე­თის და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­დევ­ნის მიზ­ნით".