უკრაინელი დეპუტატის განცხადებით, 156-მა ადამიანმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, მაგრამ 30 ბავშვი „აზოვსტალის“ქარხანაში რჩება - კვირის პალიტრა

უკრაინელი დეპუტატის განცხადებით, 156-მა ადამიანმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, მაგრამ 30 ბავშვი „აზოვსტალის“ქარხანაში რჩება

უკრაინელი დეპუტატის კირა რუდიკის განცხადებით, 156-მა ადამიანმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, მაგრამ 30 ბავშვი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩება.

დეპუტატის თქმით, რუსული ძალები დაჭრილ ჯარისკაცებს ქარხნიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენ ყველას ცრემლები მოგვადგა, როდესაც პირველმა ჯგუფმა უსაფრთხო ადგილს მიაღწია. ეს დაუჯერებელი პროგრესია, როდესაც ხალხის გამოყვანა შევძელით. ახლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქიდან ყველა ბავშვის გამოყვანაა. ქარხანაში დაახლოებით 30-მდე ბავშვი ისევ იმყოფება. ყველაზე რთული ნაბიჯი, დაჭრილ ჯარისკაცებთან დაკავშირებით იქნება, რადგან რუსული მხარე მათ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს“, - განაცხადა რუდიკმა.

ინტერპრესნიუსი