"დღითიდღე მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა... ადამიანი იღუპება" - სააკაშვილის ძმის განცხადებით, ექსპერზიდენტის ოჯახი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს - კვირის პალიტრა

"დღითიდღე მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა... ადამიანი იღუპება" - სააკაშვილის ძმის განცხადებით, ექსპერზიდენტის ოჯახი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი, ხვალ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გეგ­მავს.

ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა რუს­თა­ვის #12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და და მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

"დღი­თი­დღე ვხე­დავთ რო­გორ მძიმ­დე­ბა ჩემი ძმის მდგო­მა­რე­ო­ბა. ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნი, სრუ­ლი გა­გე­ბით, იღუ­პე­ბა. მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ გან­ვა­ცხა­დო, აღარ არის ლო­დი­ნის დრო! რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ვა­ცხა­დე, რომ ვა­პი­რებ­დი რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რულს. ორი დღე ვაკ­ვირ­დე­ბო­დით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, გვეს­მის ქი­ლი­კი და ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რომ "საჭ­მე­ლი ჭა­მოს“, "არა­ჟან­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბა“. მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - გონს მო­ე­გეთ!

აღა­რაა დრო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ასე მო­ე­ქე­ცით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­სა და შე­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ამი­ტომ ოჯახ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ ხვალ, კან­ცე­ლა­რი­ას­თან 19:00 სა­ათ­ზე ვა­ორ­გა­ნი­ზებთ აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ხმა გა­ვა­გო­ნოთ. მივ­მარ­თავ ასე­ვე ემიგ­რან­ტებს, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს - გვერ­დით დაგ­ვიდ­გნენ!

ეს არის ჩვე­ნი ბოლო შან­სი, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. მივ­მარ­თავ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თუ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მომ­ხრე ხართ. ერთი არის ცხა­დი, ადა­მი­ა­ნი ითხოვს, ოჯა­ხი ითხოვს შვე­ლას და ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იყო და არის ოჯა­ხის კულ­ტი, მივ­მარ­თავ თი­თო­ე­ულ ოჯახს, დებს, ძმებს, მშობ­ლებს, გვერ­დით დაგ­ვი­დე­ქით და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ვი­ნა­ი­დან ყო­ვე­ლი წუთი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ფა­ტა­ლუ­რი. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გვქო­ნია ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა, როცა გაგ­ვი­წი­რია ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ლო­მის წილი მი­უ­ძღო­დათ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.