"მტერმა "აზოვსტალზე" შეტევა განაახლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი? - კვირის პალიტრა

"მტერმა "აზოვსტალზე" შეტევა განაახლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 18:00 საათის მონაცემებით, რუსულმა ძალებმა შეტევა განაახლეს ქარხანაზე, რომლის მიზანია კონტროლის დამყარება, თუმცა წარმატება არ აქვთ.

„გრძელდება ბლოკირება და ჩვენი ქვედანაყოფის განადგურება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ რაიონში. ცალკეულ რაიონებში, ავიაციის დახმარებით, მტერმა შეტევა განაახლა, რომლის მიზანია ქარხანაზე კონტროლის დამყარება, წარმატება არ აქვთ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევის განხორციელებას აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში.

„რუსეთის ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასასვლელად, ასევე ცდილობს, განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს და კრივოიროგის მიმართულებებზე“, - განაცხადეს უწყებაში.

"იტერპრესნიუსი"