ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე რიოს კარნავალიდან შთამბეჭდავ კადრებს ავრცელებენ - ნახეთ ვიდეო
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბრაზალიაში მოგზაურობას შთამბეჭდავად აგრძელებენ.
როგორც მათი "ინსტაგრამიდან" ირკვევა, წყვილი რიო დეჟანეიროს კარნავალს დაესწრო და სოცქსელის გამომწერებს ულამაზესი კადრები გაუზიარეს.
ბერამ და ნანუკამ მცირეწლოვან ბერუკასთან ერთად შარშან აპრილში დატოვეს საქართველო.
მომღერალი ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუსიკალური კარიერის გაკეთებას აპირებდა, თუმცა ამ ეტაპზე ბერა ქართულ აუდიტორიას "ტიკ-ტოკზე" გადაღებული ვიდეოებით ან იშვიათად "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოებით ახსენებს თავს.