"რუსეთის ჯარი უკვე ქარხნის ტერიტორიაზეა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვსტალზე“ დავით არახამია? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ჯარი უკვე ქარხნის ტერიტორიაზეა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "აზოვსტალზე“ დავით არახამია?

საღამოს მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ჯარი უკვე ქარხნის ტერიტორიაზეა. ამის შესახებ რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

"მეორე დღეა ქარხნის შტურმი გრძელდება. რუსეთის ჯარი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკვე იმყოფება“, - განაცხადა არახამიამ.

Украинская правда-ს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.