"ზაზა ფაჩულიას დარიგება ახლაც გონებაში მიტრიალებს" - კვირის პალიტრა

"ზაზა ფაჩულიას დარიგება ახლაც გონებაში მიტრიალებს"

გამოცემა "ინდისტარმა" "ინდიანა პეისერსის" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ახალგაზრდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაზე ლაპარაკობს.

"ზაზამ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოშიც არიან კარგი კალათბურთელები. მან ბევრი რამ გააკეთა ხალხისთვის და ჩემთვის. ფაჩულია NBA-ში რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნაციონალურ ასოციაციაში ოდესმე მოვხვდებოდი. ზაზამ ამერიკაში მაღალ დონეზე ითამაშა, "გოლდენ სტეიტთან" ერთად ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.

ბუნებრივია, ნებისმიერი კალათბურთელი დაფიქრდება: "ზაზამ ეს შეძლო. ის დიდებული კალათბურთელია. შესაძლოა, საუკეთესო ქართული კალათბურთის ისტორიაში". შემდეგ საკუთარ თავსაც შეხედავ და იტყვი: "იქნებ მეც მაქვს შანსი?!"

ბითაძე 2019 წელს დრაფტის მე-18 ნომრად "ინდიანამ" აიყვანა, ფაჩულია - 2003 წელს 42-ე ნომრად "ორლანდომ". ზაზამ ნაციონალურ ასოციაციაში 16 წელი ითამაშა და კარიერა სწორედ იმ წელს დაასრულა, როდესაც გოგა NBA-ში შევიდა.

22 წლის ახალგაზრდამ 3 მარტს "ვაშინგტონთან" 7-დან 7 ტყორცნა გამოიყენა და 20 ქულა მიითვალა. ეს იყო 10-მატჩიანი სერიის დასაწყისი, რომელშიც ბითაძეს 10-ზე ნაკლები ქულა არ ჩაუგდია.

იგი ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად ემზადება

განაგრძეთ კითხვა