"თუ ჩა­აკ­ვდათ ხელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს არ აიყ­ვანს" - ბუბა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თუ ჩა­აკ­ვდათ ხელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს არ აიყ­ვანს" - ბუბა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

მომ­ღე­რალ­მა და პარ­ლა­მენ­ტარ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხდა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ სირ­ცხვილს სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ნა­ში ვერ ჩა­მო­ი­რე­ცხავს. მომ­ღე­რა­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და სთხოვს, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს...

ბუბა კი­კა­ბი­ძე:

"მინ­და, ბი­ძი­ნას ვუ­თხრა, არ ვიცი სად არის, გა­მო­უშ­ვას მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლა­ვენ. თუ გა­მო­უშ­ვებს, მა­გის შვი­ლიშ­ვი­ლებს ეტყვი­ან მერე მად­ლო­ბას. ეს არის ჩემი თხოვ­ნა, პარლამენტთან ლა­პა­რაკს არ აქვს აზრი, მა­გა­თი დი­რექ­ტო­რია ერთი კაცი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეგ არის... თუ ჩა­აკ­ვდათ ხელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს არ აიყ­ვანს.

ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა რამე რომ მოხ­დეს, ამას ერი ვერ ჩა­მო­ი­რე­ცხავს რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე, ის­ტო­რი­ა­ში შევა ეს ამ­ბა­ვი. ძლივს გაგ­ვიჩ­ნდა ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ერთი... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნონ და ცოტა გა­მო­ა­ცო­ცხლონ, სხვა არა­ფე­რი არ უნდა იმ კაცს... ნუ ეში­ნი­ათ. ამათ ეში­ნი­ათ მა­გი­სი გაშ­ვე­ბა. ქარ­თვე­ლებს, მინ­და, ვუ­თხრა, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ჩვე­ნი მო­სავ­ლე­ლია..."