"მინდა დედაჩემი გაცოცხლდეს..." - 8 წლის მიშას სულისშემძვრელი ისტორია - კვირის პალიტრა

"მინდა დედაჩემი გაცოცხლდეს..." - 8 წლის მიშას სულისშემძვრელი ისტორია

ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე უკრაინელი ბავშვის ისტორია გავრცელდა, რომელმაც, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დაბომბვების შედეგად დედა დაკარგა.

პატარა მიშა, რომელიც მარიუპოლიდანაა, სულ რაღაც 8 წლისაა. მარიუპოლის დაბომბვების შემდეგ, მარტში მცირეწლოვან ბავშვს დედა დაეღუპა. ოჯახის წევრებთან ერთად ის სარდაფში იმყოფებოდა, თუმცა ნანგრევებში მოხვდნენ და საბედნიეროდ სიკვდილს გადაურჩნენ. მამამ მოახერხა და ჩამონგრეული სარდაფიდან ბავშვები მეზობელ სარდაფში გაიყვანა, გასასვლელი ნიჩბით გათხარა, რაშიც 8 წლის მიშაც ეხმარებოდა.

მიშა 2014 წელს დაიბადა, როცა უკრაინის ტერიტორიაზე ომი დაიწყო. ახლა ბავშვს მამა ორ შვილთან ერთად ზრდის.

გადარჩენილ მცირეწლოვანს ჰკითხეს რაზე ოცნებობს:

- რაზე ოცნებობ?

- მინდა დედაჩემი გაცოცხლდეს...

- კიდევ რაზე ოცნებობ?

- სხვა არაფერი მჭირდება...

(წყარო)