გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, სოსო ყიფ­ში­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­ვო­კა­ტებ­მა სოსო ყიფ­ში­ძის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თეს მო­სა­მარ­თლეს, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ყიფ­ში­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი თავს თა­ვად და­ესხნენ ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქმარს 11 თვის ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით. მა­თი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სიძე ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას. ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ანა მარ­გვე­ლაშ­ვილს უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და პარ­კინგთან და­კავ­ში­რე­ბით მე­ზობ­ლებ­თან, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არი­ან ცნო­ბი­ლი. ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სოსო ყიფ­ში­ძის ბი­ნა­ში ხელ­კე­ტე­ბით შე­იჭრ­ნენ.