რა კომპანიებში ფლობს წილებს ხვიჩა მაქაცარია, რომელიც "ბილაინის" 100%-იან წილს ყიდულობს - კვირის პალიტრა

რა კომპანიებში ფლობს წილებს ხვიჩა მაქაცარია, რომელიც "ბილაინის" 100%-იან წილს ყიდულობს

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ბილაინში“ ბრუნდება, თუმცა 20%-ის ნაცვლად, ამჯერად ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება. „ბილაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ მხარი დაუჭირა. მაქაცარიამ წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ხვიცა მაქაცარია „ვიონში“ „მირენ ინვესტის“ საშუალებით 20%-იან წილს უკვე ფლობდა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მაქაცარია „ბილაინიდან“ გავიდა, მისი 20%-იანი წილი კი „ბილაინის“ 51%-იანი წილის მფლობელმა კომპანიამ „ვოთერთრაილ ინდასტრიზიმ“ შეიძინა. ამ ტრანზაქციის შედეგად „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ „ვიონი საქართველოს“ 71%-იანი წილის მფლობელი გახდა, დარჩენილ 29%-ის მფლობელი კი „ინვესტიკო ალიანსი” დარჩა.

“ვიონი“ არ არის ერთადერთი კომპანია, სადაც ხვიჩა მაქაცარია წილებს ფლობს. ბიზნესმენი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა “თბილისის მიკროავტობუსი”, “თბილისი ენერჯი”, „თელმიკო“, Caucasus Cable System - ბულგარეთი. “ეროვნული ლატარიის კომპანია”, „ქალაქური“ და სხვა აქტივები.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ბილაინში“ ბრუნდება, თუმცა 20%-ის ნაცვლად, ამჯერად ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება. „ბილაინის“ გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ მხარი დაუჭირა. მაქაცარიამ წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

განაგრძეთ კითხვა