"ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული გაანადგურა" - რას ჰყვება ქართველი მებრძოლი უკრაინიდან - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული გაანადგურა" - რას ჰყვება ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ავთო ქაჯაია ბრძოლის ველიდან ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

"სამწუხაროდ ჩვენი შრამა მსუბუქად დაგვეჭრა, მაგრამ არაფერი. ასე ვთქვათ, მტერი 100%-ით განადგურებულია.

უკრაინელი ძმები შოკში არიან, ჩვენი ოცეულის ჩატარებული ოპერაციით. ქართულმა ოცეულმა რუსული ასეული გაანადგურა, ეს წარმატებაა”,– ამბობს ის.

როგორც ქაჯაია ვიდეოში ამბობს, საბრძოლო მოქმედებებისას ისინი რუსების ალყაში მოექცნენ, თუმცა ალყა დანაკარგის გარეშე გაარღვიეს.