"აი­შატ კა­დი­რო­ვას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 50-ჯერ გა­ი­ზარ­და" - რა ქონებას ფლობს რამზან კადიროვის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"აი­შატ კა­დი­რო­ვას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 50-ჯერ გა­ი­ზარ­და" - რა ქონებას ფლობს რამზან კადიროვის ქალიშვილი?

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს რომ ის თა­ვის ქა­ლიშ­ვილს, რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რის მი­ნისტრს აი­შატ კა­დი­რო­ვას სახ­ლში სტუმ­რობს.

ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ ეზო­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლია ყვი­თე­ლი ლამ­ბორ­ჯი­ნი, რაც აი­შა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აი­შატ კა­დი­რო­ვას წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 50-ჯერ გა­ი­ზარ­და და ახლა 44 მი­ლი­ონ რუბლს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ kavkazr.com

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის ყვი­თე­ლი ლამ­ბორ­ჯი­ნი ათო­ბით მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ღირს, მისი მე­უღ­ლის მან­ქა­ნა 200 000 რუბ­ლა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

რო­გორ შეძ­ლო აი­შატ კა­დი­რო­ვამ 44 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, უც­ნო­ბია. იხილეთ სრულად