"უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც " აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში რჩებიან, უნდა უბრძანოს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი? - კვირის პალიტრა

"უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც " აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში რჩებიან, უნდა უბრძანოს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ" - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში რჩებიან, უნდა უბრძანოს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

კრემლის ცნობით, პუტინმა აღნიშნული კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

მოსკოვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები მზად არიან, უსაფრთხო გასასვლელი შესთავაზონ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ქარხანაში რჩებიან.

შეგახსენებთ, უკრაინელი მებრძოლების განცხადებით, დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოქალაქე, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაშია ჩარჩენილი, რასაც კრემლი უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"