ვლადიმირ პუტინმა ლავროვის კომენტარების გამო, ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა - კვირის პალიტრა

ვლადიმირ პუტინმა ლავროვის კომენტარების გამო, ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომელიც ჰიტლერსა და ებრაელებს ეხებოდა, ბოდიში მოიხადა.

"პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, - ნათქვამია ბენეტის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საკუთარი ვერსია სატელეფონო საუბრისა, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი ბოდიშის შესახებ.

კრემლის ცნობით, პუტინმა და ბენეტმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, მათ შორის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი. პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მზად არიან უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გასვლა "აზოვსტალიდან". კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა უბრძანოს "ბოევიკებს იარაღის დაყრა“.

"ინტერპრესნიუსი"