"პოლონეთი დღესვე მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხარჯებით " - კვირის პალიტრა

"პოლონეთი დღესვე მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ხარჯებით "

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლონეთი მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ დღესვე მიიღოს. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, პოლონეთი მზად არის მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ხარჯებით უმკურნალოს.

ხაბეიშვილის თქმით, ამაზე დასავლელი პარტნიორები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრებიან.

"დღეს მივედით იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მნიშვნელოვანია მესამე ქვეყანაში. რომელ ქვეყანაში? - პოლონეთი დღესვე არის მზად მიიღოს პრეზიდენტი სააკაშვილი. უკვე იყო პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბარი და ძირითადად, ამაზე ჩვენი დასავლელი მეგობრები მაღალი თანადებობის პირებს ესაუბრებიან - ნომიმნალურ ბორენკას წამომადგენლებს, ყველამ იცის, რომ ბორენკა ივანიშვილი წვეყტს ამ ქვეყანაში ყველაფერს, ბორენკა კიდევ კრემლიდან იღებს დავალებას.

მე შეიძლია დაგიდასტუროთ და გითხრათ, პოლონეთის ხელისუფლება მზად არის პრეზიდენტი სააკაშვილი წაიყვანოს. მეტასაც გეტყვით, საკუთარი ხარჯებით წაიყვანენ და აიღებენ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ სააკაშილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, ამას ამბობენ პოლონეთში, ეს არ არის დამალული და ეს არ არის დაფარული. ისინი ღიად ამბობენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არის პოლონეთის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე საუბრობენ, რომ მათთვის ძვირფასია ეს ადამიანი. პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის რიგითი ადამიანი რეგიონში, ის არის რეგიონალური ლიდერი და მას მსოფლიოში აფასებს ყველა, ჩვენდა სამწუხაროდ, აქ გარკვეული კრიმინალური დაჯგუფების გარდა, რომელიც ათას სიბინძურეს უგონებს პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩემ ირგვლივ უამარავი ადამიანი ამ პროპაგანდის მსხვერპლი ყოფილა. მესმის, არსებობს ლეგიტიმუტრი კითხვები ოღონდ, არა ის, რასაც პროპაგანდირებენ ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"