აშშ-ში აცხადებენ, უკრაინას კრეისერ „მოსკვას“ ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ - კვირის პალიტრა

აშშ-ში აცხადებენ, უკრაინას კრეისერ „მოსკვას“ ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ

შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვამდე უკრაინას მისი ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ კრეისერის ჩაძირვა დამოუკიდებლად გადაწყვიტა საკუთარი რაკეტების გამოყენება და შეერთებულმა შტატებმა არ იცოდა, რომ უკრაინა „მოსკვაზე“ დარტყმას აპირებდა.

მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის სანაპიროზე თავდასხმებს ზღვიდან ახორციელებდა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა „მთელი რიგი სადაზვერვო ინფორმაცია“, ამ გემების ადგილმდებარეობების ჩათვლით.

IPN