"აზოვსტალიდან“ ჩვენი ხალხის გადარჩენის შემდეგი ეტაპი ამ წუთებში მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"აზოვსტალიდან“ ჩვენი ხალხის გადარჩენის შემდეგი ეტაპი ამ წუთებში მიმდინარეობს"

ვცდილობთ „აზოვსტალის“ ფოლადის საწარმოში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„აზოვსტალიდან“ ჩვენი ხალხის გადარჩენის შემდეგი ეტაპი ამ წუთებში მიმდინარეობს. შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა ერმაკმა.

მანამდე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ორმა საევაკუაციო კოლონამ „აზოვსტალის“ ქარხნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 500-მდე ადამიანის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელა.