"მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა"

უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ კონკრეტულად რა სამედიცინო დახარება სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს საზღვარგარეთ გადაყვანილი - ამ ყველაფერს მათი მხრიდან დასაბუთება ნამდვილად აკლია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები მისი იმ სამედინო დახმარების მიღებაში დარწმუნებას უნდა ეცადონ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიეწოდება.

"მე ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად აწუხებს, ალბათ იმ დასკვნამდე უნდა მივიდეს, რომ ურჩიოს და სთხოვოს, რომ თვითდაზიანების რეჟიმიდან გამოვიდეს და ის სამეიდიცინო მკურნალობა, დახმარება, თუ სერვისი, რომელიც მას პენიტენციურ სისტემაში მიეწოდება, მაქსიმალურად მიიღოს. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ამით ის ჯანმრთელობას დაიზიანებს. რა თქმა უნდა, მისი ახლობლების ყურადღება და აქცენტი უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ ამ მანიპულატორული რეჟიმიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმრისთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და გარკვეულწილად მისი თავისუფლების შეზღუდვა და ამის გამო ჯანმრთელობის დაზიანება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.