"კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი იწვის" - კვირის პალიტრა

"კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი იწვის"

კუნძულ ზმეინთან რუსულ ფრეგატს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას Думская ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

Думская წერს, რომ ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში 5 მაისს გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემის დასახმარებლად ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო ხომალდები გაემგზავრნენ. გამოცემის წყაროს ცნობით, გემს უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტა მოხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო თავის Telegram-ში წერს : ”იცით, არის ასეთი ”ადმირალი მაკაროვი.” ისიც ძალიან ცუდად გახდა - ზღვის ღმერთმა დასაჯა. კიდევ ერთი რუსული ხომალდი არ წავიდა ”სადაც საჭირო იყო”, მაგრამ საკმარისი მიიღო. იმედი მაქვს, რომ შემდგომში ისიც წავა „სადაც საჭიროა“, - აცხადებს დეპუტატი.