"ნაციონალური მოძრაობის" წევრები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარდამჭერებთან ერთად, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განუცხადა, ციხესთან გაიმართება აქცია, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

კითხვაზე, იქნება თუ არა დღევანდელ აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, როგორც ნადირაძემ განმარტა, ნიკა მელია შეიძლება იყოს ბათუმში, ან დაკავებული იყოს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებით, “იმიტომ, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი, რასაც ორგანიზება სჭირდება”.

“აქ არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხადაჭერა და მისი სიცოცხლის გადარჩენა სცილდება ვიწროპარტიულ ინტერესს. მსვლელობა დაანონსდა რუსთავის ციხემდე. შესაბამისად, შემოგვიერთდნენ როგორც პარტიის ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აქტიურობა ორი მიმართულებითაა: საერთაშორისო მიმართულებით მივხედავთ პარტიის ლიდერების ვიზიტებს უცხოეთში და ადგილზე აქციები გაიმართება”, -განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, აქციები რეგიონებშიც გაიმართება, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმებს მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ერთად დასახავენ.

ინტერპრესნიუსი