წყნეთში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და ერთი ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

წყნეთში ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.