"უკრაინელები ჩვენით ამაყობენ. ისედაც უყვარდათ საქართველო, მაგრამ ახლა უფრო მეტად" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ქართველი ? - კვირის პალიტრა

"უკრაინელები ჩვენით ამაყობენ. ისედაც უყვარდათ საქართველო, მაგრამ ახლა უფრო მეტად" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ქართველი ?

უკრაინელები ჩვენით ამაყობენ. ისედაც უყვარდათ საქართველო, მაგრამ ახლა უფრო მეტად უყვართ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენს სახელს აქ, ამ ბრძოლაში დავტოვებთ და ისტორიაში ჩავაქსოვთ ოქროს ასოებით, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დონბასში დაჭრილმა, ლადო გამსახურდიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

ლადო გამსახურდიას განცხადებით, დონბასში 9 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, ხოლო რუსეთის მხარეს სოლიდური დანაკარგები აქვს.

„ქართველი ჯარისკაცები აქ არიან საამაყოები და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ თავიანთი სახელი დატოვონ ამ ურთულეს ბრძოლაში და იდგნენ ამაყად მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე.

მოაზროვნე ბიჭები არიან, რაც ბრძოლაში მთავარია. ბევრს აქვს გამოცდილება, ბევრს არა, მაგრამ ერთობლივად გამოდის ყველაფერი კარგად. ჩვენ ვიყავით ის შეტევითი ჯგუფი, რომელიც გადავიდა შეტევაზე, მოწინააღმდეგე იყო ბევრად მეტი, მაგრამ ჩვენ 9 დაჭრილი გვყავს, ხოლო მათ კი აქვთ სოლიდური დანაკარგები, ეს უკვე ბევრზე მეტყველებს“, - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, ლადო გამსახურდიამ.

"ინტერპრესნიუსი"