"უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი? - კვირის პალიტრა

"უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში კონტროლი აღადგინეს ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

"უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შედეგების საფუძველზე, კონტროლი აღდგა ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ბლოკავს ხარკოვის რეგიონის ცალკეულ შორეულ დასახლებებს, ახორციელებს სისტემატური მაღალი ინტენსივობის დაბომბვას, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები არიან კონცენტრირებული.

ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ მარიუპოლში მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა "აზოვსტალის“ რაიონში უკრაინელი დამცველების შენაერთების ბლოკირებასა და დამარცხებაზე.

"ინტერპრესნიუსი"