აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 22 მონაწილე დააკავეს - კვირის პალიტრა

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის“ აქციის 22 მონაწილე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის 22 მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ იქამდე დარჩებოდნენ აჭარის მთავრობის სახლთან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა არ მოხდება. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა აღნიშნული კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.