უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს - კვირის პალიტრა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსებმა ოკუპანტებმა დილით ხარკოვის ოლქში, კრასნოგრადში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

"მტრის დაბომბვის შედეგად კრასნოგრადის თემში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზარალდა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა 2 დარტყმა განახორციელეს დილის 8 საათის შემდეგ. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები“ , - ნათქვამია განცხადებაში.